საზოგადოება
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი: „გამოცხადებულია სრული მობილიზაცია და მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით. ათი მილიონი ლარი უკვე გამოვყავით და საჭირო თანხებს ეტაპობრივად გამოვყოფთ“

sazog-3-mtavarსაქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა სვანიძის ქუჩაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა, დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

მოსახლეობას სახლები აქვს დატბორილი და ვნახეთ, რომ წყალი 3 და 5 მეტრზე იყო ასული. ძალიან დიდი ზიანი მიიღეს აქ კომპანიებმა. ჩვენ მოვისმინეთ მოსახლეობის მოსაზრებები, რომ როდესაც ესტაკადა აშენდა, იქ არ იყო მთელი რიგი პირობები გათვალისწინებული. კერძოდ, წყლის ნაკადის გატარება ვერ ხერხდებოდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და ამან გარკვეულწილად განაპირობა ის რომ, მდინარის ადიდებისას, როგორც მოსახლეობა და სპეციალისტები ამბობენ, ვეღარ გაატარა იმ ნაკადის წყალი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს დაავალა, მოსახლეობა სასტუმროებსა და დროებით  თავშესაფარებში მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაიყვანონ.

sazog-3-1 sazog-3-2
sazog-3-3 sazog-3-4
sazog-3-5 sazog-3-6
sazog-3-7 sazog-3-8
sazog-3-9 sazog-3-10