შს მინისტრი სტიქიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველო, 16 ივნისი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი
ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სტიქიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
პანაშვიდი სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
ილია მეორემ აღავლინა.