პოლიტიკა
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო

pol-3-mtavarსაქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები გაწმენდით სამუშაოებს სამი მიმართულებით შეასრულებენ: წყნეთის ქუჩა, ვერეს ხეობა, გმირთა მოედანი და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიები. გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოხალისეებს სპეციალური ტანსაცმლითაც ეხმარებიან. ყველაზე რთულ, მეწყერსაშიშ, წყნეთი-ბეთანიის მიმართულებაზე, გეოლოგებისთვის დაზვერვითი ხასიათის სამუშაოების განხორციელებაში შერეული საავიაციო ესკადრილიის „იროკეზის“ტიპის შვეულმფრენიც ჩაერთო.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოებისთვის დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. საბჭო მადლობას უხდის მოხალისეებს, თუმცა, სამუშაოების ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარმართვისთვის, მოუწოდებს მათ, თავი შეიკავონ სტიქიით დაზარალებულ ადგილებში გადაადგილებისა და თავშეყრისაგან.

pol-3-1 pol-3-2
pol-2-3 pol-3-4
pol-3-5 pol-3-6
pol-3-7 pol-3-8