პოლიტიკა
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესებს კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი

pol-2-mtavariსაქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის განცხადებით, 15 ივნისს მთელი ღამის მანძილზე ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებს.

თბილისის მერიის ვაკის გამგეობის კოორდინაციით, განხორციელდა წყნეთის ქუჩის მე-13 კორპუსის მაცხოვრებელთა გაყვანა და გადანაწილება დროებითი განთავსების ადგილებში.

ყველა სახის სპეცტექნიკის გამოყენებით ინტენსიურად მიმდინარეობდა გმირთა მოედნის, პანდუსების და მიმდებარე ტერიტორიის, ასევე მარჯვენა სანაპიროს გაწმენდა.

მელიქიშვილის გამზირზე მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე სისტემა, რომლის აღდგენის სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოების პროცესში, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა.

pol-2-1 pol-2-2
pol-2-3 pol-2-4
pol-2-5 pol-2-6
pol-2-7 pol-2-8
pol-2-9 pol-2-10
pol-2-11