პუბლიკაციები
მოსკოვში გაიხსნა დახმარების ამკრები პუნქტი თბილისში დაზარალებულებისათვის

zarub-1-analitსაქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ქართველთა კავშირი რუსეთში აცხადებს ნივთების შეგროვების შესახებ თბილისში წყალდიდობის დროს დაზარალებულებისათვის. დაზარალებულები განსაკუთრებით საჭიროებენ ჰიგიენის ნივთებს: პამპერსებს ბავშვებისათვის (4, 5, 6 ზომა); კბილის ჯაგრისებსა და პასტებს, საპონს, შამპუნებს, ტუალეტის ქაღალდს. დაზარალებულთა შორის არიან 2-დან 7 წლამდე და 10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც ტანსაცმელი ესაჭიროებათ (ქვედა საცვლები, ფეხსაცმელი, ზედა და ქვედა სამოსი). ასევე საჭიროა 36-დან 44 ზომამდე ფეხსაცმელები. ზემოთ მითითებულის გარდა, დაზარალებულებისთვის აუცილებელია საკვები პროდუქტები და წყალი.

დახმარების მიმღები ცენტრი: მოსკოვი, დოკუჩაევის შესახვევი. კორპ 2, მე-9 სართ., ქართველთა კავშირი რუსეთში ოფისი

მიღების დრო: 10:00 – 21:00

ტელეფონი ცნობებისათვის: 7-495-783-91-41; 7-495-783-91-42

მათ, ვისაც ფინანსური დახმარების აღმოჩენა სურს უსახლკაროდ დარჩენილებისათვის, შეუძლიათ ფულადი სახსრები გადარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე:

1.Intermediary: FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA ( USD) SWIFT CODE: FRNYUS33 ACC: 021087992 GEORG Beneficiary’s bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI SWIFT CODE: BNLNGE22 Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA IBAN: GE65NB0331100001150207

2.Intermediary: DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE ( EUR) SWIFT CODE: MARKDEFF ACC: 5040040060 Beneficiary’s bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI SWIFT CODE: BNLNGE22 Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA IBAN: GE65NB0331100001150207