პუბლიკაციები
თინა ხიდაშელი: „ის რაც ხდება დღეს ევროპაში, პოლიტიკა რომელსაც რუსეთი ატარებს, არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პასუხი იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვაფასებთ!”

polit-2-analit-2საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა ევროპული ტურნე შვეიცარიაში სტუმრობით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო ციურიხში ევროპელ ლიბერალთა ფორუმის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმში ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების გლობალური შედეგები“.

თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრა: „ყველა ქვეყანა, რომელსაც მართავენ ლიბერალები ან არ მართავენ, ნათლად უნდა გამოხატავდეს ურყევ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმზე, პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკასა და მის სურვილზე აღიდგინოს გავლენის სფეროები იმ ტერიტორიებზე, რომელსაც რუსეთის საკუთრებად მიიჩნევს, მათ შორის ჩემს ქვეყანასაც.... როდესაც მსოფლიო იქნება მზად მიგვიღოს ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა - ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე მასთან ომი... მე მჯერა, რომ ლიბერალების მიერ სწორედ ასეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართულებით, რათა ჩვენ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ“, - განაცხადა, კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა.