პუბლიკაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბაქოში დასრულდა, ირაკლი ღარიბაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბაქოში კომუნიკაცია არ შემდგარა

pol-3-mtavarსაქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველი ევროპული თამაშები - „ბაქო 2015“-ის ოფიციალურ გახსნას დაესწრო (ვიდეო იხ. აქ). გახსნის ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სხვა ოფიციალური პირების გარდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრო.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, ოფიციალურ ვახშამზე ირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმერ პუტინი ერთ მაგიდასთან, ერთმანეთისგან რამდენიმე სკამის დაშორებით ისხდნენ (ვიდეო იხ. აქ). თუმცა, როგორცპრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განმარტავენ, ირაკლი ღარიბაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბაქოში კომუნიკაცია არ შემდგარა.

pol-3-1 pol-3-2
pol-3-3