პუბლიკაციები
დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დონბასში დიდი ომის დაწყების მაღალი რისკის შესახებ განაცხადეს

zar-1საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში დენის პუშილინის თქმით, დიდი ომი დონბასში შესაძლოა რამდენიმე საათში დაიწყოს.

მისი შეფასებით, სიტუაცია კონფლიქტის ზონაში აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა რამდენიმე საათში გამწვავდეს, რეგიონი, მისი განცხადებით, დიდი ომის ზღვარზეა.

ჩვენ ახლა საერთოდ ვიმყოფებით დიდი ომის ზღვარზე. ჩვენი კონფლიქტი არ წარმოადგენს შიდაუკრაინულს, ის მთლიანად ეხმიანება იმას, რაც სირიაში, იემენში, მაკედონიაში ხდება... და შესაძლოა ძალიან სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს და ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი შესაძლოა რამდენიმე საათში გამწავავდეს“, - ციტირებს პუშილინს რია ნოვოსტი.

ამასთან, მან განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლება დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო თანამეგობრობის პოზიციაზე. „ზოგიერთი დიდი ქვეყანა თავისი ნეიტრალიტეტითა და ჩაურევლობით თავისებურ სიგნალს იძლევა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ სამხედრო გადაწყვეტას, ისინი მომხრე არიან, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს. რომელიღაც ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც, თითქოსდა, არაფერზე შეუძლია ზეგავლენის მოხდენა, შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს და გადაწონოს ერთი ან მეორე მხარე“, - აღნიშნა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა.