უცხოეთი
რუსეთმა აშშ საქართველოში ბიოლაბორატორიის დანიშნულების დამალვის მცდელობაში დაადანაშაულა

zar-3-anსაქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეშფოთებული არიან აშშ-ის მიერ მედიკო-ბიულოგიური ლაბორატორიის განთავსებით რუსეთის საზღვრების მახლობლად, საქართველოს ჩათვლით. ამის შესახებ საგარეო უწყების საიტზე განთავსებულ ცნობაშია საუბარი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა  ლუგარის სახელობის ე.წ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი თბილისის გარეუბანში,  რომელიც ბიოლოგიური იზოლაციის მაღალი დონის ლაბორატორიას წარმოადგენს. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ მის საფარქვეშ დამკვიდრებულია აშშ-ის სახმელეთო ჯარების სამედიცინო საკვლევი ქვედანაყოფი, რომელიც უოლტერ რიდის სახელობის საკვლევი ინსტიტუტის ფილიალს წარმოადგენს.

ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლებები ძალისხმევას მიმართავენ აშშ-ის არმიის ამ სამხედრო ქვედანაყოფის საქმიანობის ნამდვილი მიმართულებისა და შინაარსის დასამალავად, რომელიც განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლითაა დაკავებული. პენტაგონი ცდილობს ჩანერგოს ასეთივე შენიღბული სამხედრო სამედიცინო-ბიოლოგიური ობიექტები სხვა სახელმწიფოებსა და დსთ-ის სივრცეში“, - ვარაუდობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რიდის ინსტიტუტი განთავსებულია ვაშინგტონის აგლომერაციის ჩრდილოეთით ფორესტ-გლენში (მერილენდის შტატი) და გამოჩენილი სამხედრო ექიმი-ინფექციონისტი უოლტერ რიდის სახელს ატარებს, რომელმაც მოსკიტების ნაკბენებით მალარიის გადატანის მექანიზმი აღმოაჩინა. 1953 წელს შექმნილი ორგანიზაცია აშშ-ის ერთ-ერთ საკვანძო სამხედრო საკვლევ ცენტრად მიიჩნევა, რომელიც ეპიდემიოლოგიისა და ბიოლოგიური იარაღისგან დაცვის სფეროში მუშაობს.

ლაბორატორია თბილისში 2011 წლის გაზაფხულზე გაიხსნა, მის მშენებლობაზე 100 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლაბორატორია გათვალისწინებულია განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამოსავლენად და მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის გამოიყენება. 2013 წლის შემოდგომაზე რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ ლაბორატორიას პირდაპირ უწოდა სამხედრო ობიექტი.