უცხოეთი
საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ბრიტანეთის სპეცსამსახურები იძულებული არიან უკან გაიწვიონ ზოგიერთი თავისი აგენტი იმის გამო, რომ რუსეთმა და ჩინეთმა გაშიფრეს ედვარდ სნოუდენის მიერ მოპარული მონაცემები, - იტყობინება BBC News.
BBC News-ის წყარომ მთავრობაში განაცხადა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ბრიტანული სპეცსამსახურების მუშაობის მექანიზმზე ცნობები მიიღეს. ამჟამად დიდი ბრიტანეთის დაზვერვა „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას“ ვეღარ იღებს.
ედვარდ სნოუდენი - ამერიკული ცსს-ს ყოფილი თანამშრომელია. 2013 წელს მან გაასაჯაროვა ინფორმაცია უბრალო მოქალაქეების ინტერნეტ-ტრაფიკისა და სატელეფონო ზარების თვალთვალის შესახებ. ამჟამად სნოუდენი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.