საზოგადოება
“სხვადახვა სახის არასწორი ინფორმაცია, გარკვეული დაინტერესებული ჯგუფების მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახად ემსახურება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დისკრედიტაციას!”

sazog-2-mtavarსაქართველო, 15 ივნისი,  საქინფორმი. საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი სპეცილურ განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „...ჩვენ ავამოქმედეთ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამა, დავაფინანსეთ ვეტერანებისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაღალტექნოლოგიული კვლევების ჩატარება, მედიკამენტები, ოპერაციები, ყველაფერი ის, რაზეც ვეტერანებისთვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ექსკლუზიური პაკეტი არ ვრცელდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყოველწლიურად ჰოსპიტალში 800 ათასი ლარის ჯანდაცვითი სერვისების მომსახურებას უფინანსებს ვეტერანებს. დღეს ჰოსპიტალის პირობები არ შეეფერება თანამედროვე სტანადარტებს... ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე, რომლის აშენებაც თბილისის ზღვაზე იგეგმება. აქ თითოეული ვეტერანი შეძლებს ყველა სახის მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად მიღებას. ჰოსპიტალთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმში სამსახურის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია და არაობიექტური შეფასებები გაჟღერდა... ვეტერანების თემა არ შეიძლება იყოს გამოყენებული სპეკულაციისათვის“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.

sazog-2-qvem