სამართალი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თბილისში, ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ, საგანგებო შტაბი შეიქმნა

samart-3-mtavar

საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის წევრებს დავალებები მისცა (ვიდეო იხ. აქ). საგანგებო შტაბის  კოორდინაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაევალა. შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერის და დედაქალაქის რაიონების გამგეობების წარმომადგენლები, რათა დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხერხდეს.  საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ინფორმაცია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება (ვიდეო იხ. აქ). პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერისგან მოისმინა ინფორმაცია ჩატარებული და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
samart-3-1 samart-3-2
samart-3-3 samart-3-4
samart-3-5 samart-3-6
ax-pravo samart-1-5
samart-1-6