თავდაცვის სამინისტრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს და თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, პანიკას არ აჰყვნენ
საქართველო, 15 ივნისი,
საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სამაშველო და გაწმენდის სამუშაოებს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე ასრულებენ. მობილიზებულია ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა. თავდაცვის უწყების დანაყოფები მეწყერისგან გაწმენდის სამუშაოებს წყნეთი -ახალდაბის გზაზეც ასრულებენ.
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სტიქიით შექმნილ ვითარებას ავსტრიიდან გამოეხმაურა: „თავდაცვის სამინისტრო პირველი წუთებიდან ჩართულია პროცესებში... თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად", - ნათქვამია, კერძოდ, მინისტრის განცხადებაში.