მედიამ გამოააშკარავა ფიფას საიდუმლო გეგმა მსოფლიო ჩემპიონატი 2018-ის რუსეთიდან ყატარში გადატანის შესახებ
საქართველო, 12 ივნისი,
საქინფორმი. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (
ფიფა) მოამზადა საიდუმლო გეგმა მსოფლიო ჩემპიონატი 2018-ის ყატარში გადატანის შესახებ. როგორც ესპანური გაზეთი
AS იუწყება,რუსეთმა შესაძლოა დაკარგოს მუნდიალის ჩატარების უფლება უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში.
გამოცემის ცნობით,ფიფა-ს ხელმძღვანელობამ ფარულად სთხოვა ყატარის მთავრობას აუცილებელი ინფრასტრუქტურის შენების დაჩქარება, რათა ის 2022 წლისთვის კი არა, 2018 წლისთვის მზად იყოს. წყაროს განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატი 2022-ის საორგანიზაციო კომიტეტიდან, „რუსეთიდან მსოფლიო ჩემპიონატს არ გადაიტანენ, თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, ყატარი მზად იქნება“.