პუბლიკაციები
რომის პაპმა ვლადიმერ პუტინი ანგელოზის გამოსახულებიანი, მშვიდობისა და სამართლიანობის მომტანი უძველესი მედლით დააჯილდოვა

1pap-zar-2-anსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვატიკანში გამართული შეხვედრისას "მშვიდობის ანგელოზის" მედალი გადასცა.

"გარდიანის" ცნობით, პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ მედალს შეუძლია ხალხთა შორის სოლიდარობის დამყარება.

"ამ მედალზე, რომელიც წინა საუკუნის ხელოვანმა შექმნა, გამოსახულია ანგელოზი, რომელსაც მოაქვს მშვიდობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და დაცულობა", - აღნიშნა პონტიფიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ იგივე მედალით პაპმა ადრე პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასიც დაასაჩუქრა, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

რომის პაპმა პუტინს შეხვედრისას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გულწრფელი მცდელობებისკენ მოუწოდა. რომის პაპთან ვლადიმერ პუტინმა ერთი საათი დაიგვიანა. მანამდე მან შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთანაც გამართა.