უცხოეთი
ჰაკერებმა გაავრცელეს ცნობა ლიტვის არმიის მიერ კალინინგრადის ანექსირების გეგმების შესახებ

1hak-zar-1-anსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. 10 ივნისის საღამოს ჰაკერებმა გატეხეს ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საიტი, რის შემდეგაც პორტალზე გამოჩნდა ინფორმაცია ქვეყნის გეგმების შესახებ კალინინგრადის ანექსირების თაობაზე, - გადმოსცემს Delfi.

იტყობინებოდნენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში 1 ივნისს დაწყებული ნატოს წვრთნები „დარტყმა მახვილით“ ამ მოქმედებების მოსამზადებელი ეტაპი იყო.

მოგვიანებით ინფორმაცია საიტიდან აიღეს, თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვიქტორია ცემინიტემ კი განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ჰაკერულ შეტევას. მისი თქმით, ამჟამად ანალიტიკოსები გატეხის ფაქტს იძიებენ.

წვრთნები „დარტყმა მახვილით 2015“, რომელიც ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობს, 1 ივნისს დაიწყო და ამ თვის 19 რიცხვამდე გაგრძელდება. მათში მონაწილეობს 6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 13 წევრი-ქვეყნიდან და ფინეთიდან. მანევრებში ჩართულია ავიცია და სამხედრო ტექნიკა.