პოლიტიკა
საქართველო, კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, პირველ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

1index-polit-1საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის ძალიან დიდი აღიარება, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ინდექსის თანახმად, საქართველო, კანონის უზენაესობის მაჩვენებლის მიხედვით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი.

კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო რეიტინგში 22-ე პოზიციას ვიკავებთ. ასევე გამოვირჩევით ღია მმართველობით, რომლის მიხედვით მსოფლიოში 29-ე ადგილზე ვართ; წესრიგისა და უსაფრთხოების ფაქტორის მაჩვენებლის მიხედვით ჩვენ ვართ 24-ე ადგილზე, ხოლო აღსრულების მიხედვით - 25-ე პოზიციას ვიკავებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.