აქტუალური
საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ საუდის არაბეთის პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის პრინცს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
პრეზიდენტმა ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.