„ჩვენ ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ, გამოგვაძევეს, სამშობლოს კარი ისე მოგვიჯახუნეს ზურგს უკან, რომ ტკივილისგან ხერხემალი გაგვიმრუდდა...
... ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით...
...თქვენ, რომლებიც უკვე გასამართლებულებს სასამართლოს გვიწყობთ, იცით რას ნიშნავს...
როცა 5 წლის შვილს მძინარეს ემშვიდობები... აკანკალებული ტუჩებით კოცნი შუბლზე და გინდა ეს წამი დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან იცი, რომ როცა დაბრუნდები, ის უკვე დაბოხებული ხმით დაგხვდება, თითქმის უკვე შენს სიმაღლე და დედის კალთაში ჩაჯდომა გაუტყდება...
... ჩვენ ვართ ისინი, ვინც სიცოცხლეშივე ვნახეთ ჯოჯოხეთი, და მაინც ჯიუტად რწმენით ველოდებით, როდის დადგება ჩვენი აღდგომა...
ჩვენი ღიმილის დანახვისას გამოტანილი თქვენი დასკვნები ისეთივე მარაზმია, როგორც თქვენი შეხედულებები ჩვენზე...
...და სანამ ქვას გვესროდეთ, ჯერ ჩვენი ეკლიანი აღმართები აიარეთ...", - წერს, კერძოდ, ქართველი ემიგრანტი.