საზოგადოება
საქართველოს ვეტერანთა ობმბუდსმენი გიორგი თევზაძე და საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია ვეტერანთა ჰოსპიტალთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
1ombudsm-sazog-1საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ „საქართველოს, რომელიც მიუერთდა საერთაშორისო დოკუმენტებით ვეტერანებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ევალება შექმნას  სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები ვეტერანთა ჯანმრთელობის გარანტირებული დაცვისათვის, რაც მოცემულ ეტაზე უზრუნველყოფლი არ არის. რატომღაც ხდება ამ საკითხის დაკავშირება ე.წ. „ვეტერანთა ჰოსპიტალთან“ და ჰოსპიტლის შენობასთან. ასევე სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცალკეული მცირე ჯგუფების მხრიდან ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება... პრობლემას წარმოადგენს არა შენობა, არამედ ზოგადად ვეტერანთა სოციალური და ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა... აუცილებელია შეიქმნას ვეტერანთა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიული სახელმწიფო გეგმა და გამოყოფილი იქნას ვეტერანთა რეალური საჭიროებების შესაბამისი ადეკვატური სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტში და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს ჯანდაცვის პროგრამები რომელი ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის კლინიკების ბაზაზე განხორციელდება. მთავარია ვეტერანებისათვის ადეკვატური და ხელშესახები იყოს ამ პრობლემების გადაწყვეტა“, – აღნიშნულია, კერძოდ, გიორგი თევზაძისა და ვეტერანთა ფედერაციის ერთობლივ  განცხადებაში.