სამართალი
მეჭიაური: ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გასვლის საკითხის განხილვა გადაიდო

1meC-samart-3საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის განცხადებით, კანონის განხილვის გადავადება კონსულტაციების შედეგად მოხდა.

გვინდა, რომ ეს კვირა გამოვიყენოთ კონსულტაციებისთვს, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე ბიზნეს წრეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც“, -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება.