სამართალი
პროკურატურა: „ე. წ. კაბელების საქმეზე ვალდებული ჩვენი საჩივრისთვის მიგვენიჭებინა საიდუმლო გრიფი, რომ არ დარღვეულიყო სახელმწიფო საიდუმლოება“

1prok-samart-2საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის მიზნით წარიმართა სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, გიზო ღლონტის და არჩილ ალავიძის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებების ძირითად ნაწილს მოეხსნა გრიფით საიდუმლო, ხოლო დოკუმენტების მცირე ნაწილი, ვინაიდან მოიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფრომაციას, დარჩა საიდუმლოდ. შესაბამისად, მოსამართლემ... წინასასამართლო სხდომა გამოაცხადა დახურულად...

... სასამართლომ გამოიტანა განჩინება და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მცირე ნაწილი ცნო დაუშვებლად... ვინაიდან ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა სასამართლოს ხსენებულ საიდუმლო განჩინებას დაუსაბუთებლობის მოტივით, გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ სააპელაციო წესით. იქიდან გამომდინარე, რომ გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება არის საიდუმლო, ჩვენს საჩივარსაც ავტომატურად მიენიჭა საიდუმლო გრიფი...

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის განცხადება, რომ თითქოსდა პროკურატურამ განზრახ მიანიჭა საიდუმლო გრიფი სააპელაციო საჩივარს შინაარსის ვითომდა საზოგადოებისათვის დასამალად, არის აშკარა ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

... ჩვენი სააპელაციო საჩივარი გადაგზავნილია საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში... შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ ჩვენ აუცილებლად მოვხსნით საიდუმლო გრიფს სააპელაციო საჩივრის არასაიდუმლო ნაწილზე“, - ნათქვამია, კერძოდ, პროკურატურის განცხადებაში.