პუბლიკაციები
ქსენია სობჩაკი ოდესაში სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩაფრინდა

1ksenia-zar-3საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. 9 ივნისს ოდესაში დაგეგმილი იყო მიხეილ სააკაშვილის „გამრღვევი“ პრესკონფერენცია, თუმცა, ეს გეგმები მოსკოვიდან ქსენია სობჩაკის ჩაფრენამ შეცვალა. ოდესის ოლქის ახალდანიშნული გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ცხრა ივნისს ოდესის სელექციურ-გენეტიკური ინსტიტუტის ინსპექციაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი სოფელი პერშოტრავნევოე მოინახულა. სააკაშვილის თანმხლებ ჯგუფში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოულოდნელად რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი შენიშნეს.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი პოტენციალი აქვს, რჩება ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად. ის ხალხს შეპირდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ბიუროკრატიისგან გათავისუფლებას.

ხომ ხედავთ როგორი მიწებია, როგორი პოტენციალი. როგორ შეიძლება ამ მიწების ხელიდან გაშვება, მათ მთელი ქვეყნის დაპურება შეუძლიათ. ჩვენ იმ ხალხს, რომელიც აქ მუშაობს, გავათავისუფლებთ ბიუროკრატიული წესებისგან და ისინი თავად

შექმნიან სასწაულებს. თავს არ ვაპატიებ, თუ გეგმები ჩაიშლება”, - არწმუნებდა ხალხს სააკაშვილი. აღსანიშნავია, რომ ოდესაში ყოფნის მიზეზების შესახებ არც თავად სობჩაკმა და არც სააკაშვილის პრესსამსახურმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება.

სააკაშვილი მოქალაქეებს მიკროფონით ესაუბრებოდა, ხან ადგილობრივ მოხუცებს კოცნიდა და დემონსტრაციულად რგავდა ბოსტნეულს, (გოგონებისგან კალათით მირთმეული პროდუქტიც კი გასინჯა). შეგახსენებთ, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად უკრაინის პრეზიდენტმა 30 მაისს დანიშნა და უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა. სააკაშვილმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს საკადრო შემადგენლობის განახლებას კორუფციასთან უკეთესად ბრძოლისათვის.

1ksenia-zar-3-1 ksenia-zar-3-2