პუბლიკაციები
საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ჯორჯ-ბუშ-უფროსის საპრეზიდენტო ვადის მიწურულს აშშ ერთადერთ ზესახელმწიფოს წარმოადგენდა მსოფლიში, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა, - წერს ამერიკელი პუბლიცისტი პატრიკ ბიუკენენი The American Conservative-ის ფურცლებზე.
ბიუკენენს მოჰყავს რიგი გეოსტრატეგების თვალსაზრისი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სსრკ-ის გამოკლებით, ომში დაუმარცხებელ არც ერთ ქვეყანას, არ დაუკარგავს თავისი სიძლიერე ისე სწრაფად, როგორც აშშ-ს.„რა წარმოადგენს ამერიკული დაღმავლობის მიზეზებს? ამპარტავნობა, მსოფლმხედველობა, ბრძოლის წყურვილი და სიბრიყვე - ყველაფერმა ითამაშა თავისი როლი“, - წერს პუბლიცისტი.
„რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს დაუახლოვდნენ და უფრო მეტად ანტაგონისტური არიან აშშ-ის მიმართ, ვიდრე ოდესმე, ცივი ომის შემდეგ“, - წერს ბიუკენენი.
„მას შემდეგ, რაც აშშ-მა იმპერიული ზიზღი გამოხატა რუსეთისადმი, ნატო მოსკოვთან მიაახლოვა და ფერადი რევოლუციები განახორციელა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, - აღნიშნავს მიმომხილველი, - აშშ-მა საპასუხო დარტყმა მიიღო ხელისუფლებაშ მოსული ვლადიმერ პუტინისგან, რომელმაც განაცხადა, რომ აღადგენს რუსეთის ნაციონალურ დიდებას და დაუპირისპირდება ქედმაღალ აშშ-ს.