პუბლიკაციები
მედია: სააკაშვილმა გადაწყვიტა, ტვირთები ოდესაში რუსეთის გვერდის ავლით შეიტანოს

1saak-zar-1-anსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საბორნე გადასასვლელი ხაზის გახსნას გეგმავს, რომელიც ტვირთების რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გადატანას უზრუნველყოფს.

"რუსეთის გავლით ტვირთების გადატანას 30 დღე უნდება… აზერბაიჯანიდან ფოთის გავლით ოდესაზე კი 9 დღე ჭირდება. ბიზნესი აქეთკენ რომ გადავამისამართოთ, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა გადაზიდვებზე ტარიფების შემცირება… ეს ტარიფები ახლა მაღალია. მეორე რიგში კი, საჭიროა საბორნე გადასასვლელები და ლოჯისტიკური ცენტრები", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლელმაც ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოჩნდნენ ინვესტორები, რომლებიც ბორნების აგებითა და ტვირთების გადაზიდვით არიან დაინტერესებულები.