საზოგადოება
"პატრიოტთა ალიანსი" ძალიან დაუახლოვდა „ქართულ ოცნებას“! - გურიის რაიონული ორგანიზაცია „ალიანსის“ წევრებმა პარტია დატოვეს

1alians-sazog-2საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. გავრცელებული ინფორმაცია "პირველ რადიოს" გოჩა ძიმისტარაშვილმა დაუდასტურა, რომელიც ამავე დროს ოზურგეთის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეც იყო და პარტიის პარალელურად თანამდებობის დატოვებაც მოუწია. ინაშვილის გუნდის უკვე ყოფილი წევრი ახლა სავარაუდოდ კახა კუკავას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდება.

“ქართულ ოცნებასთან” ძალიან დაახლოვდა “პატრიოტთა ალიანსი”, მე ვაკრიტიკებდი ქართულ ოცნებას, როგორც ჩვეულებრივი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ეს არის მთავარი მიზეზი... გამაფრთხილეს დაანებე კრიტიკას თავი, არ შეიძლება ამდენი კრიტიკა იმიტომ, რომ ბეგი სიორიძე გახლავთ ქართული ოცნების ფრთის წარმომადგენელი ოზურგეთში, ეს არის “ნაცმოძრაობის” ყოფილი აქტივისტი და დღეს კი ქალაქის მერი, “ოცნების” სახე. ვაკრიტიკებდი მას და ოცნების ადგილობრივ ფრთას. ეს არ მოეწონათ ხელმძღვანელობას. არჩილ ლეკიშვილი არის დავით თარხან-მოურავის მარჯვენა ხელი... ლეკიშვილმა დაურეკა ადგილობრივ ხელისუფლებას, 2 დღეში შეიკრიბა ბიურო პარასკევს და ორშაბათს გადამაყენეს დაკავებული თანამდებობიდან. სარჩელი შეტანილი მაქვს სასამართლოში და ვითხოვ სამართალს. დაახლოებით 20-მა ადამიანმა ჩემი გარემოცვიდან დატოვა პარტია“, - განაცხადა გოჩა ძიმისტარაშვილმა.