საზოგადოება
გიულის მეგობარი გუგული: „სერიოზული მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება! ვისაც სამუშაო უნდა, ის ყოველთვის იშოვის!“

1guguli-sazog-1საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი.  აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, არ უნდა ჰქონდეს არც ცდუნება და არც გასაჭირი იმისა, იფიქროს იმაზე, ხვალ და ზეგ საიდან იშოვოს ფული ოჯახისთვის. უნდა ჰქონდეს ნორმალური შემოსავალი. დღეს საჯარო სამსახურიდანაც ხდება გადინება. იმიტომ რომ სერიოზული მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება. თუ საჯარო სამსახურში კარგი სპეციალისტი არ გაჩერდა, მიღებული გადაწყვეტილებები იქნება იმდენად არასწორი, რომ ყველას დაგვაკლდება. როცა სხვა ადამიანი ასეთ კადრს 6 000-ს სთავაზობს, მაშინ შეწირული უნდა იყოს, რომ თქვას, არ წავალო. მაგარი სპეციალისტი დღეს სახლში არ ზის და დასაქმებულები არიან. ვისაც სამუშაო უნდა, ის ყოველთვის იშოვის“, -აღნიშნა გუგული მაღრაძემ.