შსს-მ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მალხაზ ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა 2015 წლის 1 ივნისს, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის დროებით მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხში, შურისძიების მიზნით ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა
გიორგი ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტოფარეხშივე დამარხა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – „ნაგანი“-ს სისტემის რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოღებულია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.