პუბლიკაციები
სულხან მოლაშვილი: „როგორ ბედავს სააკაშვილი მის კოკაინით და ბოღმით გათანგულ აზროვნებაში, რომ ასე ილაპარაკოს?! ოდესის მოსახლეობა მას მალე მოიშორებს მას თავიდან!“

1bulgakov-samart-1-analitსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ, არამართებული და არაორდინალური ადამიანის ნამოქმედარს უწოდებს.

მოლაშვილის თქმით, შეუძლებელია შენი ქვეყნის მოქალაქე დარჩე და ამავდროულად სხვა ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.

მან მშვენივრად იცის ეს საკითხი, მაგრამ იმდენად დიდია ამ ადამიანში ეგოისტური და მაჯლაჯუნური ლტოლვა ეკრანზე გამოჩენის, რომ ვერ ერევა. მას აქვს ავადმყოფური მიდრეკილება განდიდებისაკენ, თანამდებობისკენ, სიმდიდრისკენ, რაც არაერთხელ დადასტურდა, მისი 9-წლიანი რეჟიმის დროს და მანამდეც ვიდრე ის პრეზიდენტი გახდებოდა. ის იყო კორუფციის ჭაობში ჩაქცეული პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმთავითვე, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა“,- განაცხადა სულხან მოლაშვილმა და აღნიშნა, რომ ოდესის მოსახლეობა მას მალე მოიშორებს მას თავიდან.

ისეთი არასტაბილური ფიგურის გუბერნატორად დანიშვნა აუცილებლად გამოიწვევს სოციალურ რყევებს და რისი იმედიც აქვს სააკაშვილს, რომ იგი გადაიქცევა მძლავრ ფინანსურ წყაროდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს სისულელეა“,- განაცხადა მოლაშვილმა.

„კიდევ ისმის მისგან ჭორვილის პროვინციალიზმზე საუბრები. რა იცის სააკაშვილმა ჭორვილა და მისი მნიშვნელობა. რა იცის რა დიდი ცივილიზაცია იყო ამ ტერიტორიაზე“,- აღნიშნა სულხან მოლაშვილმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში საუბრისას.