პუბლიკაციები
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო და აშშ ღია ცის შესახებ შეთანხმებას არღვევენ

don-zar-2-anსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკვირვებას გამოხატავენ იმის გამო, თუ რატომ მიაჩნიათ ნორმალურად ღია ცის შესახებ შეთანხმების მონაწილეებს მისი დარღვევა საქართველოსა და აშშ-ის მხრიდან და, ამასთან, აკრიტიკებენ რუსეთს. ამის შესახებ რფ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა მიხაილ ულიანოვმა განაცხადა ვენაში, ღია ცის შესახებ შეთანხმების წევრი-სახელმწიფოების მესამე მიმოხილვითი კონფერენციის გახსნისას. გამოსვლის ტექტსი რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის ფედერაცია კვლავაც ადასტურებს თავის მომხრეობას შეთანხმების ფუძემდებლური საფუძვლების მიმართ და დაინტერესებას მისი ხანგრძლივვადიანი და ეფექტიანი ფუნქციონირებისა, - აცხადებს ულიანოვი, - ჩვენი შეხედულებით, ის უზრუნველჰყოფს სამხედრო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, ჯარების დისლოკაციისა და ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების საქმიანობის კონტროლისა და შეფასების ადექვატურ დონეს. რამდენიმე დელეგაციამ წარმოგვიდგინა რიგი პრეტენზიები შეთანხმების ვითომდა სათანადოდ შეუსრულებლობისათვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერ გამოხდომა რუსეთის მისამართით ადექვატურ არგუმენტირებულ პასუხს მიიღებს“.

ამასთან, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა დამსწრეთა ყუარდღება მიაპყრო ორ მნიშვნელოვან ასპექტს. „საუბარია ჩვენთან ორმხრივ ურთიერთქმედებაზე საქართველოს უარზე მრავალმხრივი შეთანხმების ფარგლებში, როგორიცაა ღია ცის შესახებ შეთანხმება, - განმარტა ულიანოვმა, - შემთხვევა უპრეცედენტოა დიპლომატიის ისტორიაში. მეორე სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს აშშ-ის უარი, მათი კუნძულების ტერიტორიების დაკვირვების საშუალება მოგვცეს“.