პუბლიკაციები
ოდესის ოლქის მთავარი მილიციელი საქართველოს შს მინისტრის ექსმოადგილე ლორთქიფანიძე გახდება - უნიანი

lortkip-zar-1-anსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ოდესის შსს საოლქო სამმართველოს ხელმძღვანელად საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე დაინიშნება. როგორც censor.net გადმოსცემს, ამის შესახებ უნიან-ს ოდესის ოლქის სამართალმდაცავი ორგანოებიდან წყარომ აცნობა.

ლორთქიფანიძე საქართველოს შს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რომელიც ამჟამად ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეა.

2014 წლის დეკემბერში ქართული რესურსი „Грузия-online“-თვის მიცემულ ინტერვიუში ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ორჯერ ეცადნენ მის ლიკვიდირებას. 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ქართველი ძალოვნების სპეცოპერაციის მოვლენების კომენტირებისას მან, ასევე, განაცხადა: „რუსეთის სპეცსამსახურების ძალოვნები პაპასკირის (რუსლანი) ლიკვიდაციას რამდენჯერმე შეეცადნენ“.