პუბლიკაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები: „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს“

Npo-samart-3-analit-3საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მმართველი კოალიციის პოზიციასთან დაკავშირებით.

„2015 წლის 5 ივნისს ხელისუფლებაში მყოფმა კოალიციამ„ქართული ოცნება“ საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით, კერძოდ: მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის 50% ბარიერი დაწესდება...

ხელისუფლების განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ამ ცვლილების გადადების არგუმენტად ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო დაასახელა.

წარმოდგენილი ცვლილებები... კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას... მხოლოდ 50%-იანი ბარიერის დაწესება ქვეყანაში საარჩევნო პროცესების გასაჯანსაღებლად არ არის საკმარისი...

... პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება, მათ შორის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, სრულად მოსწრებადია“, - ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.