პუბლიკაციები
ცოტნე გამსახურდია: „დიდრონი სანთლებით ხელში სამოქალაქო ომის გამჩაღებლებს ლოცავდი!... ჯაბა იოსელიანსა და მხედრიონის "ვერხუშკას" მწვანე აუნთე ეკლესიებში!“

cotne-sazog-3-analitსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ვაჟი პატრიარქის საკვირაო ქადაგებას ,,ფეისბუქის" საშუალებით სკანდალური განცხადებით აკრიტიკებს.

თქვენო უწმინდესობავ, ღმერთმანი კარგ დროს გაგახსენდათ ეს ხალხი! მათი გაღატაკება და ქვეყნის გაპარტახება ჯერ მაშინ დაიწყო... როდესაც შენს მიერ ნაკურთხ-ნაზიარებმა "ელიტამ" ამ ხალხის კუთვნილი კაპიტალი, მისი წილი სასიცოცხლო არეალი ურცხვად და უნამუსოდ მიითვისა...

სამღვდელოების ჯიპები და ფუფუნებაც ამ ხალხის ჯიბიდანაა ამოღებული. პატიოსანი შრომა სირცხვილი არ არის. მოსამსახურეობა გაცილებით ღვთისნიერი და მადლიანია, ვიდრე ამბიონებიდან ოქროვერცხლაჩურჩხლული, ჩასუქებული აფერისტების კურთხევა, ჯადოს ახსნა, ხალხის დაბოლება - რა თქმა უნდა, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ. მგონი, არც მაცხოვარი ყოფილა თავადი და არც - მოციქულები, ხომ არ მეშლება?..'' - წერს, კერძოდ, ცოტნე გამსახურდია.