პუბლიკაციები
ჯეიმს აპატურაი: „თავდაცვის მინისტრი ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს საქართველოს პოზიციას. ფანტასტიურად იმუშავა ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტისას“

apaturai-sazog-2-analit-4საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შესახებ ქართული მედიის წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში ისაუბრა.

საქართველოს მთავრობასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვიცი, რომ ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. მინდა დავრწმუნდე, რომ ერთად - რადგან ეს ერთობლივი ცენტრია - განვსაზღვროთ რა მიზანს ემსახურება და რა არის საჭირო განხორციელების ფაზაზე გადასასვლელად. ჩვენ როგორც შეგვიძლია სწრაფ ტემპში ვიმოქმედებთ… გენერალური მდივანი მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს. ეს მხოლოდ დიპლომატიური ფრაზა არ არის. თარიღი ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ ეს ვიზიტი აუცილებლად შედგება.

თავდაცვის მინისტრი ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გამყარდა ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ. ის ძალიან სწრაფად გაერკვა დეტალებში და დასახა სტრატეგიული ხედვა… მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში“.