საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს

anaklia-sazog-1საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი.  სამთავრობო კომისიამ კვალიფიციურად ცნო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის და Power China კონსორციუმის“ განაცხადები.

სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორივე კანდიდატს უპირატესი განმცხადებლის სტატუსი მიენიჭა.

მომდევნო ეტაპზე უპირატეს განმცხადებლებთან მოლაპარაკებები წარიმართება. საბოლოო წინადადებების წარდგენის შემდეგ კი, გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ.

პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.