პუბლიკაციები
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები მიიღო

Jan-pol-polit-1-mtavarსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ღონისძიების დაწყებამდე პრეზიდენტი მარგველაშვილი ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალს, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალ ჟან-პოლ პალომეროსს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში მიღებაზე თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ.

ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალმა ჟან-პოლ პალომეროსმა.

მიღებაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისათვის მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის“ გადასცა, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკები ვლადიმერ ნათენაძე და დავით გაგუა, ასევე, უფროსი სერჟანტი პაატა ჭანტურია ღირსების მედლებით დაჯილდოვა.

1-jan-polpolit--1analit-2-q