უცხოეთი
საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. მოსკოვში 65 წლის ასაკში ექსტრასენსი, მკურნალი, მეცნიერი, სამკურნალო დანადგარების გამომგონებელი, პოეტი, მხატვარი, მსახიობი ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა.
ბოლო წლებში ჯუნას ძალიან ენატრებოდა შვილი, ვახტანგი. 2001 წელს მას 26 წლის ასაკში დაეღუპა შვილი. ამის შემდეგ ჯუნა გულჩათხრობილი გახდა, ყოველ დღესასწაულს საფლავზე ატარებდა და მეგობრებთან ერთად იგონებდა გარდაცვლილ შვილს.
მსახიობმა და ბლოგერმა სტანისლავ სადალსკიმ მოყვა, როგორ გარდაიცვალა მისი ახლო მეგობარი: ”ორი დღე ჯუნა კომაში იყო, დღეს კი გარდაიცვალა. სასწრაფომ პირდაპირ მაღაზიიდან წაიყვანა - ჯუნა მაღაზიაში გახდა ცუდად. ცოტა ხნით ადრე მას ოპერაცია ჩაუტარდა, სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თითქმის არ ხდებოდა სისხლის ცირკულაცია, ხელები ყინულივით ცივი ჰქონდა. ჯუნა ვახტანგთან ერთად გარდაიცვალა სულიერად, სხეულით კი აგრძელებდა ცხოვრებას”...