პუბლიკაციები
ჰაიდი ტალიავინი თანამდებობას ტოვებს

haidi-zar-3-anსაქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ჰაიდი ტალიავინი თანამდებობას ტოვებს - შვეიცარიელი დიპლომატის გადადგომის შესახებ გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, უკვე დაადასტურა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა დეპარტამენტმა. როდის დატოვებს უკრაინაში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის სპეციალური წარმომადგენლი პოსტს, არ კონკრეტდება. ოფიციალურ წყაროებს არც გადადგომის მიზეზები დაუკონკრეტებიათ.

ტალიავინი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევი ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელიც იყო. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა სპეციალური ანგარიშიც. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ომის დროს მართავდა ქვეყანას, უკრაინაში ეუთო-ს მიერ ტალიავინის გაგზავნა შეაფასა, როგორც გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის "წყლიდან მშრალად" ამოყვანა სურთ.

სააკაშვილის შეფასებით ტალიავინმა ფაქტები სწორად აღწერა, თუმცა ის რუსეთმა გამოიყენა. ტალიავინის არაერთი უკრაინელი დიპლომატი პუტინის ნდობით აღჭურვილ პირად მოიხსენიებდა, რომელმაც თებერვალში ე.წ მინსკის მოლაპარაკებები იხსნა.