უცხოეთი
ტალიავინი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევი ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელიც იყო. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა სპეციალური ანგარიშიც. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ომის დროს მართავდა ქვეყანას, უკრაინაში ეუთო-ს მიერ ტალიავინის გაგზავნა შეაფასა, როგორც გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის "წყლიდან მშრალად" ამოყვანა სურთ.
სააკაშვილის შეფასებით ტალიავინმა ფაქტები სწორად აღწერა, თუმცა ის რუსეთმა გამოიყენა. ტალიავინის არაერთი უკრაინელი დიპლომატი პუტინის ნდობით აღჭურვილ პირად მოიხსენიებდა, რომელმაც თებერვალში ე.წ მინსკის მოლაპარაკებები იხსნა.