პუბლიკაციები
ცნობა ჯონ მაკკეინის გარდაცვალების შესახებ მცდარი აღმოჩნდა

mak-zar-1-anსაქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

მისი გარდაცვალების შესახებ ცნობას არ ადასტურებს საინფორმაციო სააგენტო Associated Press, რომელსაც რუსული მედიის ნაწილი პირველწყაროდ უთითებს.

როგორც მედია იუწყებოდა, სენატორი ჯონ მაკკეინი 2015 წლის 7 ივნისს 79 წლის ასაკში უეცრად, ძილში  გარდაიცვალა და მის ოჯახს უკვე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამაც მიუსამძიმრა.

საგულისხმოა, რომ მაკკეინს გულწრფელად არ უყვარს რუსეთი, თუმცა, სხვა ამერიკელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ამას არც მალავს.

2014 წლის 20 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაკკეინი სპეციალურ სიაში შეიყვანა. მას რუსეთის ტერიტორიაზე ჩასვლა აკრძალული აქვს.