საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. იუწყება intermedia.ge: 8 ივნისის საღამო, თბილისელი კოღოებისთვის და ქინქლებისთვის ალბათ ყველაზე ნოყიერი იქნებოდა, რადგან სწორედ ამ დღის საღამოს ლისის ტბაზე ქართული ბომონდის ის ნაწილი შეიკრიბა, რომელთა სისხლის წოვაზე ლისის ტბელი კოღოები და ქინქლები უარს ნადვილად არ იტყოდნენ.
ხუმრობა იქით იყოს და საღამოს 20:30 საათზე ლისის ტბაზე დიზაინერ მანანა მანიას ულამაზეს კოლექციას და ნამუშევრებს ასევე ულამაზესი ქალბატონები წარადგენდნენ, რომელთა უმეტესობაც თეატრალური სფეროს პოპულარული წარმომადგენლები იყვნენ.დიდი ხნის, ერთმანეთზე მონატრებული საზოგადოება ჩვენების დაწყებამდე ერთმანეთთან ჭორაობით ირთობდა თავს, აკვირდებოდა - ვინ ვისთან ერთად იყო მოსული, ვის როგორი მამაკაცური კავალერი ყავდა, ვის როგორი ქალბატონი და როგორც წესი ასეთი შეკრებებისას: ჭიქა ღვინო (თუნდაც პიტნა გარეული ჩვეულებრივი წყალი), კარგი განწყობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე.
ჩვენება ზუზუს მიყავდა და ის წარადგენდა იმპროვიზირებულ პოდიუმზე ერთმანეთის მიყოლებით ქართველ ქალბატონებს - თამამებს, მშვენიერებს, კარგ მსახიობებს (სხვადასხვა დარგის)... აღსანიშნავი და აშკარად თვალშისაცემი იყო - ერთ-ერთი პირველი (თუ არა პირველი) სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელის ლიკა ყაზბეგის პოდიუმზე გამოსვლა, რადგან მას თავად გამოყავს ხოლმე სხვადასხვა პროექტებში პოდიუმზე ქალბატონები.
(უფრო დაწვრილებით beko 777 - ს სტატია და ვიდეო იხ. აქ)
2015 წლის 8 ივნისი
საქართველო, თბილისი