საზოგადოება
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების სტრატეგია შემუშავდა, რისთვისაც 2015-დან 2018 წლამდე ყოველწლიური ბიუჯეტი 100 000 ლარს შეადგენს
strateg-sazog-1საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. განისაზღვრა აქტიური პოლიტიკის განხორციელება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების ხელშესაწყობად. ასევე მომზადდა 2015 წლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოთხოვნად პროფესიებზე სამუშაოს მაძიებელთა სწავლებას, გადამზადებასა და შემდგომ სტაჟირებას. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და დასაქმებას. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისთვის შექმნილია სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც დარეგისტრირებულია 1170 პირი, რომელთაგან დასაქმება 18-მა მოახერხა.