პუბლიკაციები
სესიაშვილი: „სააკაშვილისა და იგორ გიორგაძის მიმართ დამოკიდებულება სამართლებრივად ჩემთვის აბსოლიტურად ერთი და იგივეა. ადრე თუ გვიან პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“

Igor-polit-3-analit-4საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. რას მოიმოქმედებს საქართველოს მთავრობა, თუკი უკრაინის მოქალაქე, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინული პასპორტით ჩამოვა. ახალი აობის ამ შკითხვას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯომარე პასუხობს.

ანუ სააკაშვილი სამსახურებრივი პასპორტით რომ ჩამოვიდეს? იგორ გიორგაძე რომ ჩამოვიდეს სამსახურეობრივი პასპორტით, ანუ მივიღოთ და მოვეფეროთ? იგორ გიორგაძე, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, სამართლებრივად ძებნის ქვეშ არის. თუ იგორ გიორგაძე სამსახურებრივი პასპორტით ჩამოვიდოდა საქართველოში, ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო რას იზამდა?.. ამ შემთხვევაში სამართალდამცავებმა თავად უნდა მიიღონ სააკაშვილის დაკავების გადაწყვეტილება... კანონის მოთხოვნა სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი“, - აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ირაკლი სესიაშვილი.