პუბლიკაციები
სააკაშვილი: „პოროშენკოს ხელისუფლებაში მოსვლამ პირველივე წელს უკრაინა რეფორმების გზაზე დააყენა“

Sturm-pol-2-mtსაქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მასთან გამართული სამუშაო შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს. უკრაინელ ექსპერტებთან ერთად ,,ბრეინ შტორმინგში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები - ზურაბ ადეიშვილი, გიორგი არველაძე, გოგა კვარაცხელია და დეპუტატი გიორგი ვაშაძე მონაწილეობენ.

"ნიუსვიკში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანამ ნამდვილი ეროვნული პროგრესი განიცადა, თუმცა, გამარჯვების ორმაგი მიზანი იგივე რჩება - რუსული ნეოიმპერიალიზმის შეკავება და ახალი საბჭოთა წყობისკენ სწრაფვის დამარცხება”.

თავად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე კი „ეკონომისტი“ წერს.

"როგორც არაადგილობრივი, სააკაშვილი არ არის გარეული ოლიგარქულ დაპირისპირებებში, რაც აზიანებს ოდესასაც და უკრაინის უმეტეს ნაწილსაც. ის ”ვარდების რევოლუციის” ლიდერი იყო და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცისკენ წაყვანა სცადა", - წერს ეკონომისტი და იქვე დასძენს, რომ ”საბრძოლველად მომზადებული უკრაინისთვის ჩვეულებრივი ამბავი არ არის უცხოელების მიწვევა, თუმცა ეს აზრს იძენს, როცა ადგილობრივი ნიჭი კორუფციის დასამარცხებლად და დემოკრატიის დასამყარებლად საკმაოდ მწირია“.

Sturm-1 Sturm-2
Sturm-3 Sturm-4