პუბლიკაციები
ბონდარენკო: „გუბერნატორის პოსტი მოსამზადებელი ეტაპია იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზინდენტმა უფრო პრესტიჟული პოსტი დაიკავოს“

gubern-polit-1-analit-2საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. უკრაინული მე-5 არხისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მასთან გარჩევებზე უკვე იყვნენ მისული ადგილობრივი ქართველი კანონიერი ქურდები. ,,დეჟავუ მაქვს... ვიღაცა ადგილობრივმა კანონიერმა კურდებმა აქ გარჩევა მომიწყვეს. მიხვდი, რომ ეს მხოლოდ მე არ შემემთხვა და ისინი ამას აქ მუდმივად აწყობდნენ....ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ და მე ახლა ამ კუთხით ახალი ენერგია მაქვს, მეორე სუნთქვა მეხსნება, რადგან უკან 2013-ში დავბრუნდი. იმ გაგებით, რომ პრობლემები იგივეა“,- აცხადებს მე - 5 არხთან საუბარში ოდესის გუბერნატორი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკრაინის პოლიტიკის ფონდის დირექტორი კოსტ ბონდარენკოს აზრით, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს.