უცხოეთი
კიევის ცენტრში აქტივისტებმა პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს

zar-3საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. დამოუკიდებლობის მაიდანზე კიევში ასამდე აქტივისტმა 5-მდე კარავი გაშალა და პრეზიდენტისა და მთავრობისაგან ჩატარებული რეფორმების შესახებ ანგარიში მოითხოვა. პლაკატები მოწმობს, რომ დემონსტრანტების ნაწილი შიმშილობს.

მოედანზე მყოფნი პეტრო პოროშენკოს მათთან მისვლას მოითხოვენ. მათ ასევე სურთ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებისგან შეიტყონ ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ. ამასთან, აქტივისტები ცენტრალური ხელისუფლების შეცვლას მოითხოვენ.