საზოგადოება
მყინვარ დევდორაკზე და მდინარე ამალის ხეობაში სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ

sazog-3საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. გარემოსა და ბუნებრივი სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შესაძლო გააქტიურების შემთხვევაში, ადრეული შეტყობინების მიზნით, მონიტორინგი მინიმუმამდე დაიყვანს სამხედრო გზაზე მოძრავი, როგორც ადგილობრივი, ისე ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის დახმარებით, მთა-მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, საცხოვრებელი ვაგონი (ეგრეთწოდებული „კუნგი“) განათავსეს. მონიტორინგი განხორციელდება იმ დრომდე, სანამ არ დამონტაჟდება ავტომატიზირებული ადრეული შეტყობინების სისტემა“, - განაცხადეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, დაგეგმილი იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირიქითა ხევსურეთში ჩასვლა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჯგუფმა სტიქიის ზონამდე ვერ შეძლო მისვლა.

შეგახსენებთ, ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონედან აღმოსავლეთით 4 კილომეტრზე, 30 მაისს, ღამით, დიდი მოცულობის გლაციალური ღვარცოფი წარმოიქმნა. ადგილობრივების ცნობით, თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა ჩოხელის განცხადებით, რთული რელიეფის გამო ადგილზე მძიმე ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია.

სტიქიის ზონა საქართველო – ჩეჩნეთის საზღვართანაა. სტიქიის ზონამდე სოფელი ხონისჭალაა, სადაც 6 ოჯახი ცხოვრობს.