რელიგია
საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო, ქართველნო, საქათველოდან გადახვეწილო მამულიშვილნო, ჩვენო ძვირფასო ემიგრანტებო, თქვენს საყვარელ სამშობლოს და საქართველოს მონატრებულნო, ოჯახსა და კერიას მონატრებულო დანო და ძმამო!
რუის-ურბნისის ეპარქიაში, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მეუფე იობის ლოცვაკურთხევით, ტაძარსა თუ მონასტერში, ეკლესიასა თუ სამლოცველოში, აღევლინება წმიდა ლოცვები, პარაკლისები, წირვა ლოცვანი, ენის მამულისა და სარწმუნოების, ძლიერებისათვის, ჩვენი ბდკრული საქართველოსათვის, და სამშობლოდან გადახვეწილი ემიგრანტებისათვის!
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი, მუხლ მოდრეკით ევედრება უფალს, ყველა თქვენთაგანის კეთილდღეობისათვის, სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის ეკლესიაში, მის მიერ აღველინება სამშვიდობო პარაკლისები, ყველა ემიგრანტისათვის, საქართველოს დედა ეკლესიის შვილთათვის, მართლმადიდებელთათვის!უფალმა შეისმინოს მოღვაწე მამათა ლოცვანი, უფალმა შისმინოს მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მეუე იობის მუხლმოდრეკილი ლოცვა და უფალმა დალოცოს, გააძლიეროს და აკურთხოს, ,,ენა მამული და სარწმუნობა" ჩვენი!
უფალმა დაგლოცოთ ჩვენო ძვირფასო დანო და ძმანო ჩვენო ემიგრანტებო!