პუბლიკაციები
საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ეთნიკური უმცირესობების საკითხებში მარგალიტა ხიდირბეგიშვილი წარმოადგენს. მას ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, მომზადება და კონტროლი დაევალა.
მარგალიტა ხიდირბეგიშვილი არის სახალხო დამცველის ოფისთან არსებულიტოლერანტობის ცენტრის ექსპერტი, საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის სახელმწიფო კონცეფციის მონიტორინგის ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნაციონალურისაქართველო მშვიდობისა და გარემოს დაცვისათვის“ თავმჯდომარე. მარგალიტა ხიდირბეგიშვილი არის ეთნიკური უმცირესობის საკითხების არაერთი პროექტის ავტორი და მას აქვს დონორ ორგანიზაციებში (KfW, GIZ, BMZ, WWF, UNDP და EU ) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.