შეხვედრის დასაწყისში რიმა ბერაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ საკრებულოში, უახლოეს მომავალში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, რომლის მიზანია თბილისში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემების უკეთ გაცნობა, მათი გადაჭრის გზების ძიება და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვა.
რიმა ბერაძემ დამსწრე საზოგადოებას ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი წარუდგინა.
„მარგალიტა ხიდირბეგიშვილი არის სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ექსპერტი, საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის სახელმწიფო კონცეფციის მონიტორინგის ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნაცინალური საქართველო მშვიდობისა და გარემოს დაცვისთვის“ თავმჯდომარე, ის გახდება შუამავალი ჩვენსა და თქვენს შორის და კოორდინაციას გაუწევს თქვენს პრობლემებს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.